|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზუგდიდიდან პრეზიდენტამდე ფეხით მიმავალი მშობლები ქუთაისს გასცდნენ

სიმართლის ძიებაში, ოთხი დღეა, ზუგდიდიდან ფეხით მოემართებიან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 24 წლის ბადრი ტაბიძის დედა და 34 წლის გელა არღვლიანის მამა. გადარცვლილის მშობლებმა ეს წუთია ქუთაისი დატოვეს. ისინი გამოძიების დაჩქარებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ამ მიზნით პრეზიდენტამდე ფეხით ჩასვლასა და მასთან შეხვედრას გეგმავენ.

„ჩემი შვილი სტუმრად იყო ზუგდიდში. ბავშვი ნაცემი ვიპოვეთ. მეორე დღემდე პოლიციას არ დაურეკია. უსაბუთოდ იყო მიყვანილი საავადმყოფოში, უცნობის სტატუსით მიიყვანეს. ამიტომ ვაბრალებ პოლიციას. მაგათ ჰქონდათ ჩემი შვილის პასპორტი და საკონტქატო ნომრები. მხოლოდ მეორე დღეს დარეკეს, უგონოდაა საავადმყოფოშიო,“ – ამბობს გარდაცვლილი ბადრი ტაბიძის დედა ქეთო გადელია.

,,ჩემს შვილს მეგობარი ქალი ჰყავდა. იქ იყო წასული. მეზობელმა შეგვატყობინა, რომ თავი ჩამოიხრჩოო. გადაუღეს სურათები, ნახეს, მაგრამ თავი არ ჩამოუხრჩვია ჩემს შვილს. ეს ორმა ქალმა აქ იცის. დავწერე განცხადება პროკურატურაში, მაგრამ მითხრეს ვერ დავიჭერთო. ამის გასარკვევად მივდივარ თბილისში,“ – აღნიშნა გელა არღვლიანის მამამ რევაზ არღვლიანმა.

24 წლის ბადრი ტაბიძე სახლიდან 1 იანვარს, არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა. იგი მეორე დღეს ახლობლებმა, ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში აღმოაჩინეს. ტაბიძე, სამედიცინო ცენტრში მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის, თავის ქალის ტრავმითა და ტვინის შეშუპებით მოათავსეს. ბადრი ტაბიძე სავადმყოფოში სამი თვე მკურნალობდა, აქედან ერთი თვე რეანიმაციულ განყოფილებაში.

35 წლის გელა არღვლიანი კი, ზუგდიდში, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების საცხოვრებელ კორპუსში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არღვლიანის მშობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებენ, ვინაიდან, მათი განცხადებით ცხედარს თოკის კვალი არ შეენიშნებოდა და თავის არეში, კეფასთან ძალადობის კვალი ემჩნეოდა.


ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა