ქუთაისის მერიაში 52 ვაკანტური ადგილი შესაძლოა 4–ით შემცირდეს
ქუთაისის მერიაში 52 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიათა რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.
ვაკანსიის ოდენობის შემცირება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რეაგირებას მოახდენს ქუთაისის მერია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მერიიდან, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ ოთხი თანამშრომლის სარჩელი (მერიის სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი კახა მაჩიტიძე, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ანდრო მაღლაკელიძე, კონტროლის განყოფილების უფროსი კობა გაბიანი და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე თამაზ გიორგაძე) და მერიას მათი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა.
\"ყოველდღე ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილების წერილობით პასუხს და ამის შემდეგ, იმსჯელებენ გააუქმებენ თუ არა კონკურსს ზემოთაღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელი პირების ასარჩევად? – განმარტავენ მერიის ადმინისტრაციაში.
ქუთაისის მერიამ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე (ვიცე–მერები, სამსახურის უფროსები, მისი მოადგილეები და განყოფილების უფროსები) კონკურსი 20 აგვისტოს გამოცხადდა. მერიაში ვაკანტური ადგილები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა