"ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანა ამორტიზებული ტრანსპორტით ხდება"
ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია.
\"აეროპორტიდან მომავალი კერძო ტრანსპორტი სავალალო მდგომარეობაშია. მგზავრთა გადაყვანა ქუთაისის მიმართულებით უძველესი და ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალებებით ხდება,\" – აცხადებს ქუთაისის მერიის აკონომიკური სამსახურისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო გაბრიჭიძე. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში ქუთაისის მერი, დიმიტრი კოპალიანი იყო ჩართული.
მერი მოლაპარაკებებს თბილისურ სატრანსპორტო კომპანიასთან აწარმოებდა, რომლის ვინაობა გაბრიჭიძისთვის უცნობია.
მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომაპნიასა და ქუთაისის მერს შორის, ამ უკანასკნელის შვებულებაში გასვლის გამო შეჩერდა.
როგორც სოსო გაბრიჭიძე ამბობს, აეროპორტიდან მგზავრთა ტრანსპორტირების საკითხის მოგვარებისას, სასურველია, უპირატესობა ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებს მიენიჭოს.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა