|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საავადმყოფოს მთავარი ექიმი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს?!

ქუთაისში, სამსახურიდან გათავისუფლებული მთავრი ექიმის, თემურ ნადირაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს, დღეს, ექიმებმა სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრის ეზოში. მედპერსონალის ნაწილი დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებს, რომელიც ცენტრს 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ექიმები, გათავისუფლების შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ და მიღებულ გადაწყვეტილებას, თემურ ნადირაძის პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებენ.

დედათა და ბავშთა ცენტრი, 2011 წლის ნოემბრიდან,  სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ საკუთრებაა და რამდენიმე თვეში, ცხაკაიას სახელობის ინტერვენციულ კლინიკას უერთდება.

თემურ ნადირაძის თქმით, დაწესებულებების გაერთიანების შემდეგ მოსალოდნელ ცვლილებებს შეგულებულები იყვნენ, თუმცა, ყველასთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გახდა აუცილებელი ნაჩქარევად გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება.

„გუშინ, ჩვენი გენერალური დირექტორისგან მივიღე განკარგულება, რომ ჩემი დაწესებულების საქმიანობა დღეს გადამებარებინა ინტერვენციული ცენტრის დირექტორისთვის. დედათა და ბავშვთა ცენტრი, დაახლოებით, ორ თვეში, ცხაკაიას სახელობის ინტერვენციულის შენობაში გადადის. ჩვენ ამას შეგუებული ვიყავით. თუმცა რატომ მოხდა დღეს, ეს ვერ გავიგე. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, არ ვიცი, რადგან არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ქუჩაში არ გავსულვარ და არაფერი მითქვამს,“ – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.

ექიმები შიშობენ, რომ ახალ ცენტრში გადასვლას, შესაძლოა, მათი შემცირება მოჰყვეს.

„მინისტრი იყო 3 დღის წინ შეხვედრაზე. მადლობა გადაგვიხადა, რომ ასე კარგად შევინახეთ საავადმყოფო. ეს ნიშნავდა, რომ აქ იყო წარმატებული დირექტორი და პერსონალი. ეს ცენტრი ერთადერთია, რომელიც რეგიონს ემსახურება. საავადმყოფოს დაშლა და შეერთება ეროვნული ცენტრისთვის, არასწორია. ვერ გვეუბნებიან რა ფორმით გადადის. შესაძლოა, კადრები შეამცირონ, შიშის ქვეშ ვართ. თემურის გათავისუფლებას, მე უფრო პოლიტიკურ ამბავს მივაწერ. შეიძლება მას სხვა შეხედულებები აქვს ქვეყნის მიმართ და ეს გამხდარიყო გათავისუფლების მიზეზი,“  – ამბობს უფროსი ექთანი თამარ ფანჩულიძე.

ამჟამად, კლინიკაში 220 – მდე თანამშრომელია. 90 ადამიანი, ნოემბრის თვეში შემცირებაში მოჰყვა. თუკი, დირექტორს თანმდებობაზე არ დააბრუნებენ, ექიმების ნაწილი განცხადებების დაწერითა და სამსახურის მასობრივი დატოვებით იმუქრებიან.

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი, რომლებიც უკვე შეამცირეს, თემურ ნადირაძის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამენ.

ქუთა­­სის დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებული ექ­თა­ნი ნა­ნა ხანანაშ­ვი­ლის  და­წე­სებულებაში არ­სებულ ტე­რორ­ზე საუბრობს. მისი თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებაში უშიშ­როების სამ­სახურის თა­ნამ­შრომ­ლები შეიყვა­ნეს.

დე­და­თა და ბავ­შთა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის უკვე ყოფილი დი­რექ­ტო­რი თე­მურ ნა­დი­რა­ძე გასულ კვირას სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებული ექ­თნის პრე­ტენ­ზიებს გა­ნაწყენებული ადა­მი­­ნის პო­ზი­ცი­ას უწო­დებდა. მი­სი თქმით, და­წე­სებულებაში უშიშ­როების თა­ნამ­შრომ­ლები არ  იმყოფებიან და ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს აკე­თებს.

რა გახდა ნადირაძის სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ამ დრომდე „ალდაგი ბისიაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღავნელთან მაია ივჩენკოსთან დაკავშირება შეუძლებელია. კომპანიის პოზიციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.  

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა