|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შაშკინმა და მერაბიშვილმა ქუთაისში პედაგოგები დაიბარეს

ქუთაისის ოპერის თეატრში ამ წუთებში განათლებისა და შს მინიტრები იმყოფებიან. დიმიტრი შაშკინთან და ვანო მერაბიშვილთან  შესახვედრად თეატრის წინ კი პედაგოგთა მობილიზება მიმდინაროებს.

პედაგობების თქმით, დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის შესახებ გუშინ, გვიან ღამით შეატყობინეს. თუმცა, მათი თქმით, არ აქვთ ინფორმაცია რა საკითხებზე იქნება საუბარი. პედაგოგები კომენტარისაგან თავს იკავებენ, რადგან საუბარი მინისტრისგან აკრძალული აქვთ. პედაგოგების თქმით, ისინი დღეს შეხვედრაზე მხოლოდ განათლების მინისტრს ელოდნენ. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, ოპერის თეატრში შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც მივიდა. 
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.


ავტორი: ანა ჯანაშია