|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე – მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ვანო მერაბიშვილისა პროცესი, ეს არის პოლიტიკური და არა სასამართლო პროცესი. ვაშაძის განცხადებით,  პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.

"ჩვენ იმ რეალობაში გვიწევს ყოფნა, სადაც პროკურორები პირდაპირ აძლევენ მოსამართლეებს დირექტივებს, როგორ უნდა მოიქცნენ. ამის შედეგია ის, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. ასევე, ისინი შეგნებულად აჭიანურებენ სასამართლო პროცესს. საბოლო ჯამში, ეს არის პოლიტიკური პროცესი და არა სასამართლო პროცესი" – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მერაბიშივლის საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ვაშაძის განცხადებით ისინი ჯერ სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდეგ, თუ საჭირო გახდება, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მათ თნამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაში, გაფლანგვასა და სხვისი საკუთრების მითვისებაში სდებს ბრალს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა