გია თევდორაძე მერაბიშვილის პროცესზე – ხელისუფლება გრძნობს, რომ მათი აპოკალიფსი მოახლოებულია
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გია თევდორაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ვანო მერაბიშვილის პროცესს აფსურდის თეატრს უწოდებს. მისი თქმით, სასამართლო პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ, რადგან ხელისუფლებას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა.
"ჩვენი ხელისუფლება გრძნობს, რომ მათი აპოკალიფსი მოახლოებულია. ამიტომაც, აჭიანურებენ პროცესს. თუმცა, ეს აფსურდის თეატრი აუცილებლად მივა იმ ლოგიკური დასასრულამდე, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილი გამართლდება," – ამბობს გია თევდორაძე.
შეგახსენბთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა