მერაბიშვილის ადვოკატი – სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადა.
ყოფილი პრემიერ მინისტრის ადვოკატის, გიორგი გელახაურის განმარტებით, სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე დღეს გადაწყვეტლებას ვერ მიიღებს.
"ამ დრომდე მხოლოდ მოწმეების სახელებისა და გვარების წაკითხვა მიმდინარეობდა. შესაბამისად, დღეს სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოასწრებს," – ამბობს გელხაური.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი, ჯანდაცის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად მიმდინარე წლის 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს.
მერაბიშვილის პროკურატურამ ბრალი რამდენიმე ეპოზოდში წაუყენა. გამოძიება მას თნამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაში, გაფლანგვასა და სხვისი საკუთრების მითვისებაში სდებს ბრალს.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა