მერაბიშვილი – არ დავიგინებდი, მაგრამ რაც ამდენი მოწმე არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. პროკურატურამ მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით ამ დრომდე მტკიცებულების ნუსხიდან 63 წაიკითხა.
მტკიცებულელების ნუსხის წაკითხვის გაჭიანურების გამო მერაბიშვილმა კრიტიკა გამოთქვა და განაცხადა, რომ ამდენი ადამიანის დაკითხვის პრეცენდენტი არ არსებობს: "ქალებს არ მივაყენებდი შეურაცხყოფას და არ დავიგინებდი, მაგრამ რაც ამდენი არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ", – მიმართა ვანო მერაბიშვილმა ბრალდების მხარეს.
ბრალდების მხარის განცხადებით, ამ დროისთვის 3000–მდე მოწმეა დაკითხული. ბრალდების მხარის მხრიდან მოწმეთა ნუსხის წაკითხვის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი 12 საათზე დაიწყო. პროკურატურა მათ თნამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაში, გაფლანგვასა და სხვისი საკუთრების მითვისებაში სდებს ბრალს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა