ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა სიმრავლის გამო 19 სექტემბერს გადაიდო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი მოწმეთა სიმრავლის გამო გადაიდო.
ასევე, როგორც დაცვის მხარე ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში ხელი სწორედ მოწმეების სიმრავლემ შეუშალა.
როგორც ცნობილი ხდება, მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სულ 4 500–მდე მოწმე უნდა დაიკითხოს. ამავე საქმეში, ასევე, წარმოდგენილია ბრალდების 74 ტომი.
"მოწმეებისა და ბრალდების სიმრავლის გამო გადაიდო სასამრთლო პროცესი. თუმცა, აქ არის ერთი გარემოება. მერაბიშვილის საპატიმრო ვადა თებერვალში იწურება და გაურკვეველია, სასამართლო ამ პერიოდში მოასწრებს, თუ არ ყველა მოწმის დაკითხვას," – ამბობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური.
პროკურორ, ნათია სონღულაშვილის განმარტებით კი, იმ შემთხვევაში თუ ყველა მოწმის დაკითხვა ვერ მოესწრება, ბრალდების მხარე გადაწყვეტს წარმოდგენილ მოწმეთაგან რომელი მათგანი იქნას დაკითხული.
ვანო მერაბიშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაიმართება.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა