|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ პარლამენტში 10 მედიაკომპანიის წარმომადგენელს დაკითხავენ

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიამ  2 თვიანი საგამოძიებო მუშაობის შემდეგ, იმ მედია კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც კომისიას 2013 წლის იანვრიდან მიმართა.

"ეს არის პირველი ათი ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებმაც 2013 წლის იანვრიდან მოგვმართა. ძირითადად, მათ პრობლემები აქვვთ ლიცენზირებასთან დაკავშირებით," – განაცხადა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.
ტელე–რადიო კომპანია "თრიალეთი", ტელეკომპანია "რიონი", "ტვ21", სამაუწყბელო კომაპნია "ჰერეთი", შპს "ნორმა", "რადიოცენტრი პლუსი", შპს "ბათუმი მედია გრუპი", "საქართველოს ხმა", რადიომაუწიებლობა KissFm, საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია – ეს იმ კომპანიათა ათეულია, რომელთა წარმომადგენლებს ხვალ საპარლამენტო კომისია დაკითხავს.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა