საგანელიძე ქუთაისში შტაბის გახსნაზე – აქამდე საქართველოში პრეზიდენტები ინიშნებოდნენ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ
ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად პროფესორი ზაზა მარუაშვილი დაინიშნა.
ქუთაისში საარჩევნო შტაბი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გახსნა, რომელსაც ასევე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე ესწრებოდა. შტაბის გახსნაზე თავად გიორგი მარგველაშვილი, ამომრჩევლების მოლოდინის მიუხედავად, არ ჩამოსულა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ქუთაისში, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის გახსნის წინ ადგილობრივ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
"ძალიან მოხარული ვარ ამდენი ხალხი იმისთვის რომ
შეიკრიბა, თვენახევარში მარგველაშვილის პრეზიდენტობა იზეიმოს. აქამდე საქართველოში
პრეზიდენტები ინიშნებოდნენ, ჩვენ
კი უნდა ავირჩიოთ. ჩვენ
დავანახებთ მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ავადსახსენებლ კოჰაბიტაციას ახერხებენ.
„ძალიან ძნელი პერიოდი გვიდგას ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის. ჯერჯერობით არსებობს ორხელისუფლებიანობა, მაგრამ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ამიტომ ქუთაისელებო უნდა იყოთ აქტიური ამომრჩეველი“, – განაცხადა საგანელიძემ.
ავტორი: ანა ჯანაშია