|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარემოვაჭრეებმა ქუთაისის მერიაში შეჭრა სცადეს – მერიას მათ საპასუხოდ ერთსაათიანი ვადა აქვს

ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მერის მოვალეობის შემსრულებელთან, კოტე ლომიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

გარემოვაჭრეების განმარტებით, ისეთი ფართის მიღება სურთ, სადაც ვაჭრობას თავისუფლად შეძლებენ.
მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის მიზნით, გარემოვაჭრეებმა მერიაში შესვლა სცადეს, თუმცა დაცის თანამშრომლება ისინი შენობაში არ შეუშვა.
"ჭავაჭავაძეზე არსებულ ყველა ფართზე ამბობენ, რომ ის კოსტავასია. არ ვიცით ჩვენ სად უნდა წავიდეთ? ფაქტია, რომ მერიამ უნდა მოგვიხერხოს რამე და გამოგვიყოს ისეთი ადგილი, სადაც შიშის გარეშე შევძლებთ მუშაობას. ყოველდღე იმის გვეშინია, ზედამხედველობის სამსახურმა არ აგვყაროს," – ამბობს ერთ–ერთი გარემოვაჭრე, ნანა გიორგობიანი.
გარემოვაჭერების თქმით, ფართის გადაცემის მოთხოვნით ქალაქის ხელმძღვანელობას მიმდინარე წლის 7 სექტებერსაც მიმართეს, თუმცა, მაშინ მიღწეულმა შეთანხმებამ მხოლოდ 10 დღე გასტანა.  ახლა მოვაჭრეები შეთანხმების გაგრძელებას ითხოვნ.
მერის წინ შეკრებილ გარემოვაჭრეებს მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწე, რატი ასათიანი შეხვდა. რომელმაც საკითხის გასარკვევად ერთსაათიანი ვადა ითხოვა. 
გარემოვაჭრეები ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მოსმენამდე არ იშლებიან. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა