|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით უსუფაშვილი – ცრუ შეტყობინებებმა პარლამენტს 50 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიაყენა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ცრუ შეტყობინებეთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

"ბოლო ხანებში სამჯერ მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობის დაცლა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო. ჯამში, პარლამენტის ნორმალური ფუნქციობა შეწყდა 15 საათის განმავლობაში, რამაც მორალურ-პოლიტიკურთან ერთად პარლამენტს, წინასწარიმონაცემებით, მიაყენა 50 000 ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი მშობლების) მონაცემები, რათა, საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად, მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით," – აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა