|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას მიკეთებთ, როგორ სცადეთ გზის გადაკეტვა – ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გარემოვაჭრეებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ამ წუთებში მერიის წინ დილიდან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ხვდება. ლომიძე გარემოვაჭრეებთან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მათ გზა გადაკეტეს.

"რას მიკეთებთ, როგორ სცადეთ გზის გადაკეტვა, მე თქვენ არ მოგცემთ უფლებას ქუჩაში ივაჭროთ. ამის უფლებას არც კანონი გაძლევთ. ამით დავამთავრე საუბარი",– განუცხადა კოტე ლომიძემ გარემოვაჭრეებს. 
ამ წუთებში მერის მოვალოების შემსრულებელი და აქციის რამოდენიმე წარმომადგენელი დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა