|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი – 20 წელი "ქართული ოცნება" ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა არ გამოვრიცხავ

„შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია „ქართული ოცნება“  შენარჩუნდება  და დიდი შანსი ექნებთ მათ გამარჯვების. ამის შემდგომ პროცესები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. „ნაციონალებს“ აღარ აქვთ პერსპექტივა,  ვეღარ აღორძინდებიან“,  –  ამის შესახებ ქვეყნის პერმიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მას ხელისუფლებაში  „ქართული ოცნების“  20 წლიანი მოღვაწეობა მხედველობაში არ აქვს, თუმცა, ივანიშვილი არც ამას გამორიცხავს.

„არც ეს უნდა გამოვრიცხოთ პრინციპში, თუკი პარტია იმუშავებს და საზოგადოებას მოეწონება. ეს საზოგადოების არჩევანია და მათი უფლებაა, თუმცა მე არ ვისურვებდი ამას, კარგი იქნებოდა, რომ წამოვიდს ბევრი ახალი პარტია.

ოცი წელი ღმერთმა დაგვიფაროს, არ უნდა იყოს „ქართული ოცნება“. არ იქნება კარგი მაგალითი, თუმცაღა ეს არ მოდის წინააღმდეგობაში, შესაძლებელი არის. გავაგრძელოთ სწორი გზა და ეს პარტიაც დარჩეს დიდხანს,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა