ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს დაზარალებულთა არსებობას
"2012 წლის 7 ივნისს პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ობიექტზე მომუშავე ერთი ადამიანი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი რეზო ნებიერიძის ოჯახს.
სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი, გარდა ზემოხსენებული ერთი პიროვნებისა. ასევე, მომხდარი შემთხვევის შედეგად, არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის.
ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ზემოთხსენებული შემთხვევის შედეგად არსებული დაშავებულების შესახებ, წარმოადგენს სიცრუეს და არის მომხდარი სამწუხარო ფაქტით მიზანმიმართული სპეკულაცია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში
ავტორი: ია ბობოხიძე