|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის „ქართული ოცნების“ წევრებს გაასამართლებენ


ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს, რომლებსაც  გამოძიებამ ამორჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით ბრალი დღეს  წაუყენა.  გრიგოლ ამბროლაძეს, მიხეილ მესხსა და მიხეილ ამაშუკელს 164 პრიმა მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) გაასამართლებენ.  ასევე, ხვალიდან განახლდება  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დაკითხვა. ხვალ ის პირები უპასუხებენ ძალოვნების შეკითხვებს,   რომელთა დაკითხვა  დღეს,  22:00 საათის შემდეგ შეწყდა.

ძალოვნებს დღეს გაერთიანების ქუთაისის ოფისის მენეჯერი გელა გაბადაძე, ასევე, კოალიციის  ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დები - ნინო და ნანა ყურუები უნდა დაეკითხათ, თუმცა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე განმარტავს, მათი დაკითხვა იმიტომ გადაიდო, რომ 22:00 საათის შემდეგ დაკითხვის პროცედურის წარმოება არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმოადგენელთა დაკითხვა ქუთაისში 6 მაისს, ღამით დაიწყო.  ქუთაისის გარდა, ძალოვნების კითხვებზე პასუხის გაცემა  ზესტაფონისა და წყალტუბოს ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მოუხდათ. გამოძიება „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას ედავება. აღნიშნული  ვითარების გათვალისწინებით ქუთაისში იმყოფებიან გაერთიანების წარმომადგენლები- ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე და გუგული მაღრაძე.

  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა