|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძალოვნები "ქართული ოცნების" აქტივისტებს ითვლიან?!

როგორც newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი,  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების აღრიცხვა დაიწყეს. კერძოდ, ძალოვნები უბნებში  კოალიციასთან დაახლოებული პირების საცხოვრებელ სახლებთან მიდიან და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანებში სხედან.  „დღეს პოლიციელები კითხვით მოვიდნენ ჩემს საცხოვრებელ სახლთან, ხოლო შემდეგ  დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში ჩემი სახლის წინ იდგნენ.  ძალოვნები ჩემი მხრიდან  რაიმე შეცდომას ელოდნენ, რომ ეს მათთვის შემდგომი რეაგირების  საფუძველი გამხდარიყო,“ - აცხადებს წყარო. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე „ოცნებელთა“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით პროკურატურა საქმის ძიებას აწარმოებს. აღნიშნული მიზნით ძალოვნები კოალიციის წარმომადგენლებს დასაკითხად იბარებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა