|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" წევრებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ

რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" ყოფილ წევრებს: მიხეილ მესხს, გრიგოლ ამბროლაძესა და მიხეილ ამაშუკელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 17 ივნისამდე, წინა სასამართლო სხდომამდე, აღნიშნული პიროვნებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩებიან.

ქუთაისის პროკურატურის პროკურორის, დავით ხარაიშვილის მტკიცებით, ბრალდებულები მართვადნენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათ 10 ივნისს, ქუთაისში გასამართ აქციაზე მისვლისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, 1000 ლარის ოდენობის ფულადი თანხის ან სხვა ქონების გადაცემას პირდებოდნენ.
სასამართლო პროცესზე ბრალდემის მხარე "ქართული ოცნების" წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 3–წლიან პატიმრობას ითხოვდა. ქუთაისის პროკურატურის პროკურორი, დავით ხარაიშვილი აღნიშნულ მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.
დაცვის მხარემ კი ბრალდებულებისათვის მსუბუქი სასჯელი მოითხოვა და სასამართლოს გირაოს გადახდა შესთავაზა, რადგან მათი თქმით, პროკურორის მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული და მტკიცებულებებით გაჯერებული. აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდებულების ინტერესებს საიას ქუთიაისის ფილიალის ადვოკატები – გიორგი ჭიქაბერიძე და რეზო თოფუტია იცადნენ. ასევე, მესამე ადვოკავი იმყოფებოდა თბილისიდან –  ლევან კაშია.
დაცვის მხარე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა