სააკაშვილმა და ბოკერიამ ქუთაისის ცენტრალური ნაწილი ფეხით შემოიარეს
რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გიგა ბოკერიასთან ერთად ქუთაისის ცენტრალური უბანი ფეხით შემოიარა.მათ არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლდნენ თან და არც სხვა პირები.
აღნიშნულის გამო, ქუთაისის ცენტრალური ნაწილი გადაიკეტა. მობილიზებული იყო საპატრული პოლიციის ეკიპაჟი. ცენტრალურ ტერიტორიაზე გზა უკვე გაიხსნა.
პრეზიდენტმა კი სავარაუდოდ, კვლავ, პარლამენტთან გადაინაცვლა. პარლამენტისკენ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებიც მიემართებოდნენ.
დღეს ქუთაისში ჩამოსვლისას, თავდაპირველად პრეზიდენტმა პარლამენტში, 7 ივნისს ნგრევის ადგილი მოინახულა.
ამ წუთებში უცნობია, რა ხდება პარლამენტთან. newpress-ის ჟურნალისტი ვითარების გარკვევას ცდილობს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა