ქუთაისში დაკითხვები განახლდა
ამ წუთებში ქუთაისში, პოლიციის მე–4 განყოფილებაში,
„ქართული ოცნების“ წევრებს გელა გაბადაძეს, მიშა ხეცურიანს, კობა ჯაბუას, ზაზა ელჩიბეგოვს,
დებს – ნინო და ნანა ყურუებს მოწმის სტატუსით კითხავენ.
აღნიშნული პიროვნებების გარდა, პოლიციაში დასაკიხთად
კიდევ ორი აქტივისტი –კოტე ასათიანი და გელა გოშაძე უნდა გამოცხადდეს. მათ შეყობინება სამმართველოდან დაკითხვის თაობაზე უკვე
მიიღეს.
მოწმის სტატუსით სამმართველოში დაბარებული პირები, უკვე
დაკავებული სამი პირის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იკითხებიან.
შეგახსენებთ,
რომ დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" ყოფილ წევრებს: მიხეილ მესხს, გრიგოლ ამბროლაძესა და მიხეილ ამაშუკელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 17 ივლისამდე, წინა სასამართლო სხდომამდე, აღნიშნული პიროვნებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩებიან.
ქუთაისის პროკურატურის პროკურორის, დავით ხარაიშვილის მტკიცებით, ბრალდებულები მართვადნენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათ 10 ივნისს, ქუთაისში გასამართ აქციაზე მისვლისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, 1000 ლარის ოდენობის ფულადი თანხის ან სხვა ქონების გადაცემას პირდებოდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3–წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურორ დავით ხარაიშვილის განცხადებით, საქმეზე ძიება
ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც
დადგეს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე