|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ორი აქტივისტი დაკითხვის გარეშე გაათავისუფლეს

ქუთაისის პოლიციის სამმართველიოს მე–4 განყოფილებაში "ქართული ოცნების" აქტივისტები გელა გოშაძე და კოტე ასათიანი რამდენიმე წუთის წინ დაიბარეს. თუმცა პოლიციამ ისინი დაკითხვის გარეშე გამოუშვა. "ქართული ოცნების" აქტივისტების თქმით, ძალოვნებმა მათ განუცხადეს, რომ კითხვები აღარ აქვთ და გათავისუფლებულები არიან.

გელა გოშაძე და კოტე ასათიანი სამმათველოს შენობაში ჯერ კიდევ გუშინ დაიბარეს, თუმცა 8 ივნისს მათი დაკითხვა ვერ მოესწრო.
გუშინ მოწმის სტატუსით დაკითხული გელა გაბადაძე, მიხეილ ხეცურიანი და ნანა ყურუა კი გუშინვე, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
8 ივნისს, დაკითხვის შემდეგ ბრალი მხოლოდ ორ პიროვნებას – კობა ჯაბუას და ნინო ყურუას წაუყენეს. სასამართლო ნინო ყურუას იმ ფარული ჩანაწერის მიხედვით ედავება, რომელიც პოლიციამ ფალერების დარიგების დროს ჩუმად გადაიღო.  კოალიცის ერთ–ერთი ლიდერის თეა წულუკიანის განცხადებით, ჩანაწერში ნინო ყურუა მოქალაქეთა მოსყიდვის შესახე არ საუბრობს და ის ამბობს, რომ ქართული ოცნება არის დემოკრატია.
სავარაუდოდ ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას გურაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მათი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა