|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3000-ლარიანი ჯარიმა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობისთვის

3000 ლარიანი გირაო აღმკვეთი ღონისძიების სახით – ამგვარია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვერდიქტი ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული "ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის.

სასამართლომ კობა ჯაბუასა და ნინო ყურუასათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე  დღეს იმსჯლეა. პროკურორი დავით ხარაიშვილი აღნიშნული პირებისათვის 3000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მისი მტკიცებით, იმის გარანტი იქნებოდა, რომ ბრალდებული პირები ახლა დანაშაულს ვეღარ ჩაიდენდნენ.
ხოლო ბრალდებულების ადვოკატები აცხადებდნენ, მოთხოვილი თანხა ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მეტისმეტად მკაცრი იყო. ყურუას ადვოკატი თანხის 1000–ლარამდე შემცირებას და მისი გადახდის ვადად 25 დღის განსაზღვრას ითხოვდა. რეზო თოფურია სასამართლოს, ასევე, სთავაზობდა პირადი თავმდებობის ვარიანიტის განხილვას. თავმდებლებად ბრალდებულებს კოალიციის ლიდერები  – სოზარ სუბარი, გია ცაგარეიშვილი, გუგული მაღრაძე და ზვიად ძიძიგური უდგებოდნენ. 
კობა ჯაბუას ადვოკატმა ეჭქვეშ დააყენა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობა. ჯაბუას ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის მხარე მხოლოდ ერთი მხარის – კახაბერ კოღუაშვილის ჩვენებას ეყრდნობოდა. ხოლო ამ უკანასკნელის ჩვნების მიხედვით, მან თავად, საკუთარი სურვილით განახორციელა აუდიო ჩანაწერის მოპოვება, რომელშიც ასახულია "ქართული ოცნების" აქტივისტები მოქალაქეებს მატერიალური სურვილების ასრულებას როგორ სთავაზობდნენ.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულებს 3000 ლარიანი გირაო დააკისრა. ბრალდებულება აღნიშნლი თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა დაფარონ.
მორიგი სასამართლო სხდომა, სადაც აღნიშნული პირებისათვის საქმის არსებითი განხილვა მოხდება, 17 ივლისს არის დაგეგმილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა