სოზარ სუბარი: ქუთაისისთვის უპრეცენდენტო რაოდენობის ხალხს ველოდებით
ქუთაისში ხვალ, 10 ივნისს „ქართული ოცნების“ აქციაზე
კოალიციის ლიდერები ხალხის მასშტაბურ რაოდებობას ელოდებიან.
„რამდენიმე ჯგუფი დავდივართ რაიონებში, ასი ადამიანიდან,
ასივე ამბობს, რომ აქციაზე მოდის და თან მოჰყავთ უამრავი ადამიანი. შიში ჯერ კიდევ
არსებობს, მაგრამ ძირითადად, ეს შიში არის გატეხილი. ქუთაისისთვის უპრეცენდენტო რაოდენობის
ხალხს ველოდებით. კონკრეტულად მე წყალტუბოელებს წამოვყვები, ნინოშვილის ქუჩაზე შევიკრიბებით
და იქედან შევუერთდებით აქციას. ხალხის მობილიზებაში მონაწილეეობენ არამარტო, პოლიტიკოსები,
არამედ ცნობილი სპოტრსმენები, მსახიობები, ხელოვანები,“ – ამბობს კოალიცია „ქართული
ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი სოზარ სუბარი, რომელიც სხვა ლიდერებთან ერთად უკვე ქუთაისში
იმყოფება.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ხვალინდელ აქციაზე ნაკლებად
მოსალოდნელია პროვოკაციები ხელისუფლების მხრიდან.
„ხვალ ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით. რაიონებიდანაც
უწეს ხალხის შეკრების ორგანიზებას ,,ქართული
ოცნება“. სააკაშვილისგან ყველაფერს უნდა ელოდეს ადამიანი,
მაგრამ იმდენად დიდია ინტერესი უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან, რომ ნაკლებად მოსალოდნელია
პროვოკაციები“ – ამბოს კოალიციის ერთ–ერთი
ლიდერი ზვიად ძიძიგური.
10 ივნისს ქუთასიში „ქართული ოცნების“ აქცია ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან, 18:00 საათზე არის დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ აქციის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან.
საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე