|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე. 40 - მდე მედიის წარმომადგენელმა ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის ტელეკომპანია "მაესტროდან" გათავისუფლება გააპროტესტა. 
"ამ აქციით მხარი დავუჭირეთ ნანა თვალაბეიშვილს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალის, პოზიციის თუ ოპოზიციის მიერ იქნება სიტყვის თავისუფლება შეზღუდული. ჩვენი მხრიდან მსგავსი ქმედებები ყოველთვის იქნება გაპროტესტებული", - აღნიშნა ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა ხათუნა მაისურაძემ.


"მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც სოლიდარულია და მხარს მიჭერს. მიუხედავად კონკრეტული შემთხვევისა, ჩვენ ჟურნალისტები, ყოველთვის ვაპროტესტებდით დევნას და იმ შემთხვევებს, რომლებიც ხელს გვიშლის პროფესიულ საქმიანობაში. მე როგორც ჟურნალისტს, დიდი სურვილი მაქვს, ვიყო უკანასკნელი ჩემს კოლეგებს შორის, რომელსაც სიტყვის თავისუფლება სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდება," - ამბობს ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. მისი თქმით, თუ რა გახდა კონკრეტულად "მაესტროდან" გათავისუფლების მიზეზი, ამის შესახებ გაზეთ "ალიაში" დაბეჭდილი სტატიიდან გახდება ცნობილი. თვალაბეიშვილი ტელეკომპანიიდან, არაოფიციალური ვერსიით, სწორედ "ალიასთან" თანამშრომლობისა და გაზეთში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გამო გაათავისუფლეს.

ავტორი: სოფო ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა