ქუთაისში აქციაზე ამ დროისთვის 2000–მდე ადამიანი მივიდა [photo]
ამ
დროისათვის ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციაზე 2000–მდე ადამიანი იმყოფება. აღამაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმერეთის რაონებიდან ხალხის შემოდინება ამ დროდმე მიმდინარეობს. აქციას ვანი, ხონი, საჩხერე, ბაღდათი და სხვა რაიონებიდან კოლონების ნაწილი შემუერთდა. რამდენიმე წუთის წინ აქციაზე გურიაც შეუერთდა.
საჩხერიდან კოლონის დიდი ნაწილი უკვე უკვე ქუთაისში, აქციაზე
იმყოფება, როგორც კოალიციის ლიდერები ამცხადებენ, საჩხერიდან 500 ავტომანქანას კიდევ ელოდებიან.
ბაღდათში
მცხოვრები ლალი ჩხეიძე ამბობს, რომ ამ წუთებში 2000 ადამინი მოემართება
ბაღდათიდან.
"არც კი ველოდებოდი ამდენი ხალხი თუ წამოვიდოდა ბაღდათიდან. სიხარულის ცრემლებით არის ჩვენი თვალები სავსე. გვწამს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს აუხდება,“ – ამბობს ბაღდათში მცხოვრები ლალი ჩხეიძე.
ამჟამად ქუთაისში ცენტრალური მოედნიდან (წერეთლის ქუჩა) გზა გადაკეტილია აღმაშენებლის ძეგლისა და ბალახვის ასსაფეხურიანი კიბეების მიმდებარე ტერიტორიაზე. გზებზე შეძღუდულია ავტომანქანებით
გადაადგილება.
რაც
შეეხება სცენას, ის ტყვიაგაუმტარი მინებით არის მოწყობილი, რასაც კოალიციის
ლიდერები უსაფრთხოების ზომებით ხსნიან.
„ისევე როგორც თბილისში, ქუთაისშიც დაიმალა პატრული. ერთ მანქანასაც ვერ ნახავთ ძალიანაც რომ გინდოდეთ. აქ საკამოდ სიმშვიდეა, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რაც უფრო მეტად იქნება დაცული ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მით უფრო კარგი იქნება. ამიტომ არის გაკეთებული ტყვიაგაუმტარი მინები სცენის ირგვლივ,“ – ამბობს ზვიად ძიძიგური.
ავტორი: ნიუპრესი