|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალი" დეპუტატი - ამომრჩეველს მივმართავ, ხმა არ მისცენ "ქოცების" ხელისუფლებას

"ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს არ აღმოაჩნდა სათანადო ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი. პრობლემაა ის, რომ "ქოცების" ხელისუფლებას, 2013 წლის არჩვენებიდან დღემდე, არ ღმოაჩნდა იმის უნარი გადაჭრით გაეცხადებიათ პარლამენტის ქუთაისში დარჩენის თაობაზე," - აღნიშნული განცხადება დღეს, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ გააკეთა.

უკლება ამ განცხადებით, ქუთაისის მერის მოვალეობის  შემსრულებელს, შოთა მურღულიას მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელიც ქუთაისში პარლამენტის მუშაობას შეეხებოდა.
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი თვლის, რომ ქუთაისში პარლამენტზე გაცილებით არაეფექტური ადგილობრივი ხელისუფლებაა.
"ნაკლებეფექტური და უუნარო არის "ქოცების" ხელისუფლება და არა პარლამენტი. პარლამენტი იქნება ქუთაისში იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს თვითმმართველობა," - აღნიშნა გია უკლებამ.
უკლებას თქმით, ადგილობირივი ხელისუფლების მხრიდან ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის თაობაზე განცხადებებმა ქალაქში ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეუშალეს. უკლებამ ამომრჩველს მოუწოდა ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირონ.
"ამომრჩეველს მივმართავ, ხმა არ მისცენ "ქოცების" ხელისუფლებას," - განაცხადა უკლებამ. 

    

ავტორი: დეა მანაგაძე