ქუთაისში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
ქუთაისში დამატებით ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ბაღების მშენებლობისთვის დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, 998 300 ლარი გამოიყო.
საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხის განსაზღვრამ საკრებულოს დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ მიიღო. "ნაციონალების" თქმით, მერიამ არ იცის ახალი ობიექტები კონკრეტულად სად აშენდება.
"ეს ყველაფერი გინდათ იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ პიარი გაიკეთოთ. სხვა შემთხვევაში ის მაინც გეცოდინებოდათ, სად აშენებთ ამ ბაღებს. მაგრამ ჯანდაბას, ოღონდ თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის რამე და მე ხელს აგიწევთ", - განაცხადა გია უკლებამ.
ქუთაისში ამ დროისთვის სულ 35 ბაღია, სადაც 9200-მდე აღსაზრდელი ირიცხება. დამატებით ბაღების მშენებლობა ავტოქარხნისა და ავაგარდის დასახლებაში იგეგმება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა