თამთა ლიპარტელიანის ოჯახმა შესაძლოა ნორვეგიული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს
კუნძულ უტოიაზე, ერთი წლის წინ, ტერაქტისას დაღუპული
თამთა ლიპარტელიანის ოჯახმა, შესაძლოა, ნორვეგიული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
თუკი, მოსამართლე პროკურორების ბოლო რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ბრეივიკს შეურაცახდად
აღიარებს და მის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას გადაწყვეტს, ლიპარტელიანების ოჯახი
გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავს.
ნორვეგიაში
გამართულ 10 პროცესზე, სასამართლომ ბრეივიკის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ექსპერტების ორი
ურთიერთგამომრიცხავი სამედიცინო დასკვნა მოისმინა. ფსიქიატრების ერთი ნაწილი მიიჩნევს
რომ განსასჯელი ჯანმრთელია, მეროე ნაწილის აზრით კი, ის შეურაცხადია.
,,არ ვიცი ნორვეგიის მთავრობას, არ ვიცი სამართალდამცავ
სტრუქტურებს, ვიღაცას აწყობს, რომ ის გამოაცხადოს შეურცხადად, რადგანაც შეურაცხად თუკი
გამოაცხადებენ, რამდენიმე წელში გააკომისიებენ დ გამოუშვებენ. ის 21 წელიც არ უნდათ
რომ მოახდევინონ. ჩვენ, თუკი ასე მოხდება, აუცილებლად გავაპროტესტებთ” - ამბობს გარდაცვლილის
დედა ლეილა ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტებს
ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე, შარშან, 77 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე