|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნებართვო მშენებლობის ფაქტები ქუთაისში

2012 წლის იანვრიდან დღემდე ქუთაისში უნებართვო მშენებლობისა და სამართალდარღვევის  25 ფაქტი გამოვლინდა. აქედან,  10 სამშენებლო ობიექტზე მეპატრონე იქნა დაჯარიმებული, ხოლო 5–ი სამშენებლო ობიექტის მეპატრონის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა.

ქუთაისში უნებართვო მშენებლობების შესახებ ანგარიში დღეს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამასხაურის უფროსმა  ვასილ მებურიშვილმა საკრებულოს წარუდგინა. თუმცა, დასახელებული ციფრების გარდა, ანგარიში სხვა ინფორმაციას არ იძლევა. უნებართვო მშენებლობებზე და დაჯარიმებულ მეპატროეებზე მერიაში არც ანგარიშის ფორმატს გარეთ საუბრობენ.

„ჩვენს მიერ გამოვლინდა უკანონო მშენებლობების ფაქტები, რომლის მეპატრონეები დაჯარიმებულ იქნენ“, - განაცხდა ანგარიშის წარდგენის დროს მებურიშვილმა.

ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამასხაურის მიერ გატარებული  სადამსჯელო სანქციებით ადგილობრივ ბიუჯეტში ჯარიმის სახით  22 500 ლარი შევიდა.

სანქციების გარდა, ქუთაისში 2012 წლის იანვრიდან დღემდე  152 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა,  ხოლო 32 სამშენებლო ობიექტს მშენებლობის ნებართვის მოქმედება გაუგრძელდა.  გარდა ამისა, არქიტექტურის  სამსახურმა  73 მიწის ნაკვეთზე  სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა გასცა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია