|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ექიმები სცემეს

ქუთაისში, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ექიმი და ექთანი სცემეს. შემთხვევის შედეგად, ექიმმა მარცხენა თვალი დაკარგა, ხოლო ექთანი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აღნიშნული შემთხვევა 29 ივნისს, ქუთაისში, ასათიანის #145–ში მცხოვრებ ჩეჩელაშვილების ოჯახში მოხდა, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჩეჩელაშვილებმა 84 წლის ქალბატონის დასახმარებლად გამოიძახეს, თუმცა ექიმების თქმით, ადგილზე მისვლისას პაცენტი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როგორც სასწარაფო სამედიცინო სამსხურის ქუთაისის ფილიალის მენეჯერი მაია  რუხაძე  ამბობს, გამოძახება 29 ივნისს, დაახლოებით  00:38 საათზე  დაფიქსირდა, ხოლო 00:40 საათზე სასწარაფო დახმარების ბრიგადა პაციენტთან გავიდა. მაია რუხაძის თქმით, სამედიცინო პერსონალმა დანიშნულების ადგილას მისვლა 7–8 წუთში შეძლო.

„ასათიანის #145–ში 84 წლის პაციენტი მათ გარდაცვლილი დახვდათ. პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო დახმარების ექიმსა და ექთანს მიცვალებულის გაცოცხლება მოსთხოვეს. ამის შემდეგ ისინი სცემეს. ქალ ექთანს ქალები სცემდნენ, ხოლო მამამაკაც ექიმს – მამკაცები. არ ვიცი ვინ იყვნენ და რამდენი, თუმცა ფაქტია, ცოტა არ უნდა ყოფილიყვნენ. ექთან ირმა სარალიძეს შემოხეული ჰქონდა ყველაფერი, ხოლ ექიმ დავით გიორხელიძეს თვალი აქვს დაზიანებული. ნაცემი ექიმი მესამე სართულიდან ექთანმა ჩამოიყვანა. ამის შემდეგ მათ გამოიძახეს სააპტრულო პოლიცია, რომელმაც დაზარალებულები ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანა,“ – ამბობს მაია რუხაძე.

ოჯახის ახლობლებსა და ექიმებს შორის დაპირისპირება დაახლოებით  00:40 საათიდან 01: 30 საათის ინტერვალში დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების ქუთაისის  ფილიალის მენეჯერის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა  გარდაცვლილი პაციენტის ჭირისუფლებემა დაგვიანებაში  დაადანაშაულეს. თუმცა რუხაძის განცხადებით, სასწარაფო დახმარების გამოძახებიდან დაზარალებული ექიმების საავადმყოფოში გადაყვანემდე  სულ რაღაც 45 წუთი გავიდა. რუხაძე იმასაც ამბობს, რომ სასწრაფოს დახმარების ჯგუფის გასვლისას დავით გიორხელიძემ ზუსტად 24 წუთში დარეკა 112–ში და საპატრულო პოლიციის გამოძახება ითხოვა. რაც იმას ნიშნავას, რომ დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო, პაციენტის გარდაცვალების გამო.

შემთხვეავსთან დაკავშირებით  უკვე აღძრულია სიხლის სამართლის საქმე. ძალოვნებმა ამ დროისთვის ექთანი ირმა სარალიძე დაკითხეს. ექიმთან შედარებით, მას მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარება  დასჭირდა. რაც შეეხება ექიმ დავით გიორხელიძეს, მას დღეს თვალის ოპერაცია ჩაუტარდა და მაია რუხაძის თქმით, ექიმმა მარცხენა თვალი დაკარგა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის  წევრები დღეს საავადმყოფიში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულა.

„მინისტრი არის აღშფორთებული. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმს ასე გაუსწორდნენ. მათ პაციენტის ახლობლებისთვის ამის მოტივაცია არ მიუციათ,“ – ამბობს მაია რუხაძე.

რას პოზიცია აქვს გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებს? newpress–ის აგრძელებს თემაზე მუშაობას. ახალ ინფორმაციას დაზუსტებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე