|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეთნიკური უმცირესოებების საჭიროებებზე რეკომენდაციები მუშავდება

საქართველოშო მცხოვრები ეთნოსების საჭიროებების შესახებ შეხვედრა გამართა დღეს  ქუთაისში „თანამშრომლობისა და კონსულტაციის ანალიტიკურმა ცენტრმა“.  ცენტრი აწარმოებს კვლევას საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა საჭიროებების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რათა საბოლოოდ შემუშავდეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებს დაეგზავნებათ.

,,ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ გარედან დანახული სიტუაციის შეფასება. გვაინტერესებს საზოგადოების აზრი, წარმოდგენები, ეთნიკური უმცირესობების თემების შესახებ და ამის საფუძველზე მოხდება გარკვეული კორექცია, შევქმნით საერთო სურათს, რაც დაგვეხმარება დავინახოთ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. სუსტი ვაქციოთ ძლიერად და ძლიერი უფრო გავაძლიეროთ,“ – აღნიშნა  ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციის ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელმა აგით მირზოევმა.

შეხვედრის სამიზნე ჯგუფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები იყვნენ.

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიის მშენებლობაზე, თავისთავად ცხადია, ეთნიკური უმცირესობები უნდა იყვნენ დაცულნი, მათი ყველა მოსაზრება უნდა იყოს არა მხოლოდ გატანილი ფართო ასპარეზზე, არამედ მოსმენილი, გააზრებული და გათავისებული,“ – ამბობს ფოკუს ჯგუფის წევრი გაგა გოქსაძე.

ანალოგიური შეხვედრები ქუთაისის გარდა ზუგდიდსა და მესტიაშიც გაიმართება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე