ქუთაისის მერიამ სტუდენტთა მსხვილი დამსაქმებლის სტატუსი მოირგო
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში
ქუთაისის მერია 1
172 სტუდენტს დაასაქმებს. აღნიშნული პროგრამის ეგიდით ჯამში ქუთაისში
2 000-მდე სტუდენტის დასაქმება იგეგმება, რომლებიც სხვადასხვა ობიექტებზე გადანაწილდებიან.
ქალაქის დასუფთავება, გამწვანება, საბინაო ფონდი, ქუჩების,
ფირნიშების აღწერა, ტრანსპორტის მოძრაობის მონიტორინგი, ბიბლიოთეკები, აფთიაქები, სასტუმროები, უნივერსიტეტები, ქუთაისში მშენებარე საქართველოს პარლამენტი და რეაბილიტაციის
პროცესში მყოფი ბაგრატის ტაძარი - ეს იმ დაწესებულებებისა და ადგილების ჩამონათვალია,
სადაც სტუდენტები დასაქმდებიან.
სტუდენტური დასაქმების პროგრამა (summer job) საზაფხულო
არდადეგების პერიოდში სტუდენტების ერთი თვით (20 ივლისიდან 20 აგვისტომდე) დასაქმებას
ითვალისწინებს. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან
ჭანჭალეიშვილი ამბობს, ქალაქის მერია სტუდენტთა ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. პროგრამის
განმახორციელებელ უწყებას, განათლების სამინისტროს
მერიამ ვაკანსიების ჩამონათვალი გაუგზავნა, ხოლო მოცემულ ვაკანსიებზე სტუდენტთა განაწილება
უწყებამ თავად უზრუნველყო.
„მე ამ პროგრამაში მესამე მხარეს, ქუთაისის მერიას წარმოვადგენ. მხოლოდ მერიის ქვემდებარე სამსახურებში 1172 სტუდენტია
დასაქმებული. ჩვენ დაახლოებით 2 000 ვაკანსია
გავაგზავნეთ განათლების სამინისტროში, თუმცა მათი კორექტირება მოხდა და ისეთი სამუშაოები
ამოიღეს, რომელიც სტუდენტებისთვის ერთგვარი საფრხის შემცველი იყო,“ - ამბობს ლევან
ჭანჭალეიშვილი.
მიმდინარე წელს, პროგრამის გამოცხადების
შემდეგ, ქუთაისში სტუდენტთა დასასაქმებლად 1 500–მდე ადგილის გამოძებნას ვარაუდობდნენ.
ამის შესახებ ქალაქში სტუდენტებთან შესახვედრად ჩამოსულ პარლამენტის თავდმჯომარეს დავით
ბაქრაძეს ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა განუცხადეს.
იმ სტუდენტებმა, რომლებიც პროგრამაში მოხვდნენ, ამბობენ,
რომ უკვე გააფორმეს ხელშეკრულებები. ისინი
ერთი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შედეგად 500 ლარს გამოიმუშავებენ, რომელიც Liberty Bank-ში
პლასტიკურ ბარათზე დაერიცხებათ.
„თავიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამწვანების
სამუშაოებზე გამანაწილეს, თუმცა შემდეგ განათლების სამინისტროდან დამირეკეს და სასტუმროს
მიმღებში შემომთავაზეს მუშაობა, რაზეც დავთანხმდი.
კონკრეტულად რისი კეთება მოგვიწევს, ჯერ არ უთქვამთ. ალბათ დაგვვირეკავენ
და შეგვატყობინებენ. ხელშეკრულებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში გაფორმდა,“ - ამბობს სტუდენტი მერი წიქორიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე