სასწრაფოში დაზარალებული ექიმის დაბრუნების წინააღმდეგი არ არიან
ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმის დავით გიორხელიძის მიერ მუშაობის გაგრძელების საკითხი
ამ ეტპზე უცნობია. გიორხელიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პაციენტის ახლობლებმა
სცემეს, რის შედგადაც მან მარცხენა თვალი დაკარგა.
სასწრაფო დახმარების
სამსახურის ქუთაისის ფილიალის სამედიცინო მენეჯერის მაია რუხაძის თქმით, იმ შემთხვევაში,
თუ დავით გიორხელიძე მუშაობის გაგრძელებას მოისურვებს, ის მის გადაწყვეტილებას მხარს
დაუჭერს.
„ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი. პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე დაკვირვება მიმდინარეობს. იმუშავებს თუ არა, ეს თვითონ ექიმის გადასაწყვეტია.
თუ ის მუშაობას გადაწყვეტს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,“ – ამბობს მაია რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი ქუთაისში, 29 ივნისს, გამოძახებაზე
დაგვიანების მიზეზით, პაციენტის ახლობლებმა სცემეს. მისვლისას სცემეს. შემთხვევა ქუთაისში,
29 ივნის, ჩეჩელაშვილების ოჯახში მოხდა. სასწრაფო
დახმარების ბრიგადას პაციენტი, 84 წლის ქალბატონი გარდაცვლილი დახვდათ, რამაც მისი
ახლობლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ სასწრაფოს ექიმები დაგვიანებაში დაადანაშულეს,
ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის
შედეგად ექიმმა მარცხენა თვალი დაკარგა.
სასწრაფო დახმარების ექიმი დავით გიორხელიძე, რომელიც
პაციენტის ახლობლებმა სცემეს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, საკუთარ
სახლში მოინახულა. ექიმი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს თითქმის
ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა.
მინისტრი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა
და დავით გიორხელიძეს მხარდაჭერას დაპირდა.
მოგვიანებით, მინისტრმა სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში გადაინაცვლა,
სადაც მედიკოსებთან საუბრისას ექიმებზე ძალადობის ფაქტი დაგმო.
ექიმის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ძალოვნებმა ჩეჩელაშვილების
ოჯახის სიძე, გარდაცვლილი ქალბატონის შვილიშვილის ქმარი უკვე დააკავეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე