ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დაიტბორა
უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, ქუთაისში ქუჩები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის გამო, წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე სახლის პირველი სართული და სარდაფები
წყლით გაივსო. მოსახლეობა სახლებში
წყლის შესვლას გაუმართავ სანიაღვრე სისტემას უკავშირებს. მათი თქმით, პრობლემა წლებია
აწუხებთ, თუმცა დღემდე მისი გადაჭრა ვერ ხერხდება.
,,50 წელიწადია ვებრძვით ამ პრობლემას. საკმარისია
20 წუთის წვიმა, რომ დაიტბოროს სახლები და ქუჩები. 2006 წელში იქნა დაშვებული დიდი
შეცდომა, როცა ქუჩა აამაღლეს 50–60 სანტიმეტრით. სილით ივსება ღვარსადენები და მუხლამდე
წყალი დგება,“ – ამბობს წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მამუკა ქაჯაქია.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე