ევროკავშირის ელჩი ქუთაისში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა
საარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით, ქუთაისში, კოალიცია
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი
შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა. კოალიციის წევრების თქმით, ელჩი დაინტერესედა,
რამდენად დემოკრატიულია საარჩევნო გარემო, რა პირობებში უწევთ წინაასაარჩევნო კამპანიის
წარმართვა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
„დღეს შევხვდი ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს,
პოლიტიკურ აქტივს, კარგი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არჩევნები იქნება
ძალიან საინტერესო, დემოკრატიული და ეს იქნება დასასრული იმ გამოცდის, რომელიც საქართველოს
აქვს ჩასაბარებელი,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა.
,,ჩვენ დავარწმუნთ ელჩი, რომ სამართლიანი, თანასწორი
არჩევნების პირობებში გვაქვს წარმატების იმედი, რომ ჩვენი გზა არის დემოკრატიული, თავისუფალი
და ვცდილობთ შევცვალოთ ხელისუფლება ბიულეტენების გზით. ევროპული თანამეგობრობის სახელით
დაგვპირდა, რომ ის მხარს დაუჭერს დემოკრატიულ არჩევნებს და დაეხმარება ქართველ ხალხს
და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომ საქართველო დაადგეს დემოკრატიის, თავისუფლების,
ეკონომიკური აღმავლობის გზას“ – აღნიშნა კოალიციის
ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გია ქობალიანმა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე