პროგრამა ,,კორპუსი“ ამომრჩევლების მოსასყიდად ხორციელდება?!
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რეგიონული
ორგანიზაცია პროგრამა ,,კორპუსის“ გაუქმებას ითხოვს. პარტიის საინიციატივო ჯგუფმა დღეს
საკრებულოს აპარატს წერილობით მიმართა, რათა გასცენ სპეციალური ბლანკები, სადაც პროგრამა
,,კორპუსის“ შესახებ მოსახლეობას საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ექნება. პარტიის
ლიდერის, გოგი წულაიას თქმით, პროგრამის ფარგლებში თანხა არამიზნობრივად იხარჯება.
,,პროგრამა ,,კორპუსი“ არის ანტიკონსტიტუციური, მთლიანად
არჩევნებისთვის შექმნილი, რომელიც 106 თანამშრომელს ინახავს და მილიონობით ლარი არამიზნობრივად
იხარჯება. ძრითადად, დასაქმებულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები.
საქმე გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან, რადგან ახლა გაახსენდათ მოსახლეობა და ურიგებენ
გადასახურ მასალებს, რომელიც წინა წელსაც უნდა დაერიგებინათ“ – აღნიშნა გოგი წულაიამ.
http://newpress.ge/index.php?page=4&staties_id=133
ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ წულაიას აბსურდულ განცხადებებს არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „კორპუსი“ მრავალსართულიანი
კორპუსების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამა
„კორპუსისათვის“ მილიონ 900 000 ლარია გამოყოფილი.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე