|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მონოპოლიის საწინააღმდეგო აქციაში ქუთაისიც ჩაერთო

„არა მონოპოლიებს“ - ამ სლოგანით  ქუთაისის ცენტრალურ ბაღში  „ახალმა მემარჯვენეებმა“ ქვეყანაში არსებული მონოპოლიის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მასი პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში მამუკა მღვდელაძე და პარტიის აქტივისტები მონაწილეობდნენ.

„აქციას ვატარებთ იმისატვის, რომ მონოპოლიასთან ბრძოლა ხალხის მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა. საკვები პროდუქტების, წამლებისა და საწვავის სიძვირე ერთნაირად აწუხებს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას.  დღეს ქვეყანაში ბიზნესი მონოპოლიზებულია ხელისუფლების მხრიდან,“ - ამბობს დავით გამყრელიძე.

ქვეყანაში მონოპოლიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას „ახლები“ დღეს სამტრედიაში გააგრძელებენ. ხვალ კი კამპანიაში გორი ჩაერთვება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე