|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალმა გაზეთმა" 11 წლის იუბილე აქციით აღნიშნა [photo]

დღეს, იმერეთის რეგიონული გაზეთის „ახალი გაზეთი“ იუბილეა. გაზეთს დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი „ახალი გაზეთის“ რედაქციამ აქციით აღნიშნა. ქუთაისის ცენტრალურ სკვერში გაზეთის სხვადასხვა ნომერი მოქალაქეებს უფასოდ დაურიგდა.

იმერეთის რეგიონული გაზეთი ,,ახალი გაზეთი“ დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ–პოლიტიკური გამოცემაა, რომლის პირველი ნომერიც 2001 წლის 16 ივლისს გამოვიდა.

ავტორი: ანა ჯანაშია