|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესზე ჟურნალისტები და ახლობლები არ დაუშვეს

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამომრჩვლების მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას საქმეს განიხილავს.

სასამართლო პროცესზე დასასწრებად თითოეული ბარლდებულის მხოლოდ ოჯახის ოთხ–ოთხი წევრი დაუშვეს. პროცესზე დასწრების სხვა მსურველებს, მათ შორის ბრალდებულების ახლობლებსა და ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. სასამართლოს მანდატურებმა აღნიშნულის მიზეზად სხდომათა დარბაზში ადგილების შეზღუდული რაოდენობა დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულების წინა სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ივნისის დასაწყისში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ მესხს, მიხეილ  ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს წინასწარი 2–თვიანი პატიმრობა მიესაჯათ,  ხოლო კობა ჯაბუასა და ნინო  ყურუას 3000– 3000–ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

როგორ დასრულდება დღეს ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა, სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ადგილზე იმყოფება newpress–ის ჟურნალისტი და ახლა ინფორმაციას სხდომის დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე