თერჯოლაში ავარიის შედეგად ორი ავტომობილი დაიწვა
ორი ავტომობილი დაიწვა თერჯოლაში, სოფელ ბარდუბნის გადასახვევთან მომხდარი ავტოავარიის
შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია 7 ადამიანი. ასევე, დაშავებულია რამდენიმე
პიროვნება. მათ სხეულზე მძიმე დამწვრობა აღენიშნებათ.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა
დაეჯახა. აქედან ორი „მერსედესის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის მსუბუქი
ავტომობილი დაიწვა, ხოლო BMW-ს მარკის ავტომობილი დაზიანდა.
„მანქანები იმდენად ძიერად დამწვარია, ზუსტად ვერ ხერხდება
მარკის დადგენა. საიდან მოდიოდნენ ან სად მიდიოდნენ ავტომანქანები, უცნობია. დაშავებულები
სასწრაფოს მანქანებმა წაიყვანა,“ – ამბობს თვითმხილველი მირიან ბეღელაძე.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო
სამსახურის თანამშრომლები.
დაზარალებულები ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებეში
არიან გადაყვანილნი.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე