ავარიის შედეგად 5 დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ამ
წუთებში ქუთაისის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოდან ავარიის შედეგად, მძიმე დამწვრობით
მიყვანილი ერთ–ერთი პაციენტი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. საავადმყოფოს
მთავარი ექიმი კოტე ხელაძე აცხადებს, რომ კლინიკურში
დამწვრობით სულ 5 დაშავებული მიიყვანეს, აქედან ოთხის
მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია,
პაციენტებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულები
იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში თერჯოლაში, სოფელ ბარდუბნის
გადასახვებთან დღეს მომხდარი ავარიის შედეგად მიიყვანეს. შემთხვევის შედეგად,
რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა, ორი ავტომობილი დაიწვა. ადგილზე სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა ქუთაისიდან ჩავიდა.
თავდაპირველი
ვერსიით ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. თუმცა ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების
ექიმები ამბობენ, რომ დაღუპულია მხოლოდ ერთი ადამიანი.
ამჟამად
გარდაცვლილისა და დაშავებულთა ვინაობის დადგენას ცდილობენ.
ავარიის
გამოწვევი მიზეზები უცნობია. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა დაეჯახა. აქედან ორი „მერსედესის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, ხოლო BMW-ს მარკის ავტომობილი დაზიანდა.
ერთ–ერთი
ვერსიით მიკროავტობუსი ახალციხის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც შეჯახება
მოხდა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე