ქუთაისში დაბინძურებული სასმელი წყალი მოედინება
ამ წუთებში, ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მოსახლეობას
სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ონკანებში ყვითელი შეფერილობის წყალი მოედინება.
შარტავას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა