|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორი ავტომანქანის დაწვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ბოლო, დაზუსტებული ინფორმაციით, თერჯოლაში, ბარდუბნის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ავრცელებენ.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, 6 გარდაცვლილიდან,  5 სამგზავრო მიკროავტობუსის მგზავრია, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის. გარდაცვლილთა შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც.

ავარიის ერთ–ერთი თვითმხილველი, ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი, სოციალურ ქსელ facebook–ში წერს, რომ ავარიას მაშინ შეესწრო, როდესაც თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

""დიდი ხანძარი იყო, მანქანით რომ მივუახლოვდით მიკროავტობუსიც და მსუბუქი ავტომობილიც საშინელ ცეცხლში იყო გახვეული, ადამიანები მოჩანდნენ, მაგრამ ვერავინ ვერ ეკარებოდა ახლოს. სახანძრო დიდხანს არ გამოჩენილა, არც გზაში შეგვხვედრია," – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

,,დღის სამ საათზე შემოვიდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. დაუყოვნებლივ გავიდა ჯგუფი. ადგილზე მისვლისას დაგვხვდა ავარია თბილისი - სენაკი -ლესელიძის მაგისტრალზე, ბარდუბნის მონაკვეთზე. „სპრინტერის“ ტიპის მიკროავტობუსი შეჯახებულია „შკოდას“ ტიპის ავტომობილს. გაჩნდა ცეცხლი და დაიწვა ექვსი მგზავრი,“ - აღნიშნა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა არჩილ ძებაშვილმა.

ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილები ექსპერტიზაზეა არიან გადაყვანილები. დაშავებულები კი, ამ დრომდე ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან. იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი კოტე ხელაძე აცხადებს, რომ კლინიკურში დამწვრობით სულ 5 დაშავებული მიიყვანესაქედან ოთხის  მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია, პაციენტებს მსუბუქი დამწვრობა. ერთი დაშავებული კი მძიმე დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში იქნა გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით დამწვარი მიკროავტობუსი ახალქალაქის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რომელიც ბათუმიდან მოდიოდა. ახალციხის ადგილობრივ მედია სამხრეთის კარიბჭახალციხის ავტოსადგურში დაუდასტურეს, რომ მიკროავტობუსი ახალქალაქი-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა, რომელსაც ახალქალაქის მცხოვრები მართავდა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე