"ფეროში" 800–მდე დასაქმებული საპროტესტო აქციას მართავს
ამ წუთებში ზესტაფონში, „ჯორჯიან მარგანეცის“ თანამშრომლები ქარხნის ადმინისტრაციული
შენობის წინ საპროტესტრო აქციას მართავენ. 800–მდე დასაქმებული ხელფასების 50%–ით გაზრდას ითხოვს. ამ დროისთვის მათი საშუალო ხელფასი 400–ლარიდან 600–ლარამდე მერყეობს.
ამ წუთებში ისინი ქარხნის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან. რომლებმაც
პირველი შეთავაზება აქციის მონაწილეების მისამართით უკვე გააკეთეს. ადმინისტრაციამ
მუშებს ხელფასის 35%–ით გაზრდა და 10% –ს პრემიას
დაჰპირდა. თუმცა აქციის მონაწილეები ამ შეთავაზებას
არ დათანხმდნენ.
ქარხნის თანამშრომლების მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში,
პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე