გუბაზ სანიკიძის დაცვა ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა
ჟურნალისტებზე თავდასხმა
განხორციელდა ბალახვანში, გუშინ, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატ გუბაზ სანიკიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას. როგორც საინფორმაციო სააგენტო
,,მედია ჯგუფის“ წარემომადგენლები ამბობენ, მათ სანიკიძის დაცვის წევრები და აქტივისტები
სასტიკად გაუსწორდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცყოფა მიაყენეს და აპარატურა წაართვეს. ოპერატორს ზაზა ქობალიას გულის შეტევა
დაემართა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქობალია მკურნალობას ამ დრომდე გადის.
,,მედიაჯგუფი
გასული ვიყავით შეხვედრის გადასაღებად. თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდნენ ჩვენს მიმართ სანიკიძის თანმხლები პირები. როცა შეხვედრა
მორჩა, დაგვიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გვირტყამდნენ წიხლებს. წავიქეცი
ცემის დროს, გულ მკერდის არეში მომხვდა მუშტი“ - აღნიშნა დაზარალებულმა ზაზა ქობალიამ.
,,არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ ყოფილა ქუთაისში,
ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ მაჟორიტარისთვის ხელი არ შეეშალათ. ხალხს ხვდებოდა გუბაზ
სანიკიძე და ახლოს არ მივუშვით“ - ამბობს კოალიცია
,,ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბის უფროსი ზაზა მეთაფლიშვილი.
„მედია
ჯგუფის“ ჟურნალისტის ბაჩო გვენეტაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებზე
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. გვენეტაძე მოუწოდებს მედია
საშუალებების წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დასაცავად სოლიდარობის აქციები „ქართული
ოცნების“ ყველა ოფისთან გამართონ.
მომხდარ
ფაქტთან დაკავშირებით, გვენეტაძე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაზარალებული
ოპერატორი კი შესაბამის უწყებას მიმართავს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე