|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონჰესის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, რი­ონჰესის და­სახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრება ანტისანიტარიის პირობებში უწევთ. ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­ზე მცხოვ­რებ მო­სახლეობის თქმით, აღ­ნიშ­ნულ უბან­ში, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შემ­კრები რე­ზერ­ვუ­­რია მოწყობილი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებელია ყოველ­წლი­­რად გა­სუფ­თავ­დეს. თუმ­ცა, რო­გორც მო­სახლეობა გან­მარ­ტავს, რე­ზერ­ვუ­­რის და­სუფ­თა­ვებას არა­ვინ უზ­რუნ­ველჰყოფს და მათ გაწ­მენ­და თა­ვად უწევთ. სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვუ­­რის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ოების­თვის სა­ჭი­რო თანხას რი­ონჰეს­ში მცხოვ­რებლები თა­ვად აგ­რო­ვებენ. ამ მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე წელს მათ 800 ლა­რის აკ­რება მო­­წი­ათ. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარყოფენ მუხნა­რის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ში.


,,სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვუ­­რი პე­რი­­დუ­ლად იწ­მინ­დება და ამ მომ­სახურებაში მო­სახლეობა არა­ნა­ირ თანხას არ იხდის. ჩვე­ნი პი­რა­დი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე რე­ზერ­ვუ­­რის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ოები ქუ­თა­­სის წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ამ უკ­ვე ბევრჯერ და აბსო­ლუ­ტუ­რად უსასყიდ­ლოდ გა­ნახორ­ცი­­ლა. მო­სახლეობაში ამ მიზ­ნით ვინ რა თანხა და­აგ­რო­ვა, ეს ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად უც­ნობია," - გან­მარ­ტავს მუხნა­რის ტე­რი­ტო­რი­­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნებული ვი­­ლა ერის­თა­ვი.


მო­სახლეობა კი ამ­ტკი­ცებს, რომ: „ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის პი­რობებში მოგ­ვი­წევს ცხოვ­რება. ამი­ტომ მა­შინ, რო­დე­საც ხელი­სუფ­ლებიდან არა­ვინ გვეხმა­რება, სხვა გზა აღარ გვრჩება, ისევ ჩვენ უნ­და ვი­ღო­ნოთ რა­მე. სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რეობაა", - აღ­ნიშ­ნავს ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­ზე მცხოვ­რები ზა­ურ ფხაკა­ძე.


პრობლე­მების­გან დამ­ძი­მებული რი­ონჰესის მო­სახლეობა ამბობს, რომ მათ მი­მართ ხელი­სუფ­ლება რა­ტომ­ღაც გან­სა­კუთ­რებულ უყურად­ღებობას იჩენს. ეს ფაქ­ტი კი გა­სუ­ლი წლის­გან განსხვა­ვებით, პირ­­დაპირ­პრო­პორ­ცი­­ლად იმოქ­მე­დებს არ­ჩევ­ნებში მა­თი მო­ნა­წი­ლეობის ხარისხზე.

 

ავტორი: ანა ჯანაშია