ხარაგაულში რეინჯერის მკვლელობა შესაძლოა, მორიგი მკვლელობის მიზეზი გახდეს
ხარაგაულში რეინჯერის მკვლელობა შესაძლოა, მორიგი მკვლელობის მიზეზი გახდეს
„ხარაგაულში მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის საქმის არასწორმა გამოძიებამ შესაძლოა, მორიგი მკვლელობა გამოიწვიოს“, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს. პარტიის ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა გია ყრუაშვილმა მერაბ არევაძის საქმესთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა.
მერაბ არევაძე, რომელიც ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში
რეინჯერად მუშაობდა, მიმდინარე წლის 19 მაისს, 4–დღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლლი იპოვეს. მიცვალებულს თავი მჭრელი საგნით ჰქონდა გაჩეხილი და ნატყვიარი აღენიშნებოდა. არევაძის საქმეზე
გამოძიებამ 6 პირი დააკავა. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დაკავებული ადამიანებიდან
5 მათგანი პოლიციამ გამოუშვა, რადგან ისინი იმერეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნის
ნათესავები აღმოჩნდნენ.
პარტიის ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის გია ყრუაშვილის
თქმით, რაიონში მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობს.
გარდა ამისა, როგორც ყრუაშვილი ამბობს, გარდაცვლილისა და ბრალდებულების
სოფლებს შორის დაპირისპირების რეალური საშიშროება
არსებობს.
„მოკლულის მშობლიურ სოფელ მახანსა და ბრალდებულების
სოფელ ქვებს შორის მანძილი დაახლოებით კილმეტრნახევარია. მერაბ არევაძე ხარაგაულში
ავტორიტეტით სარგებლობდა. რამხელა პატივს უნდა სცემდნენ ადამიანს, რომ მის დაკრძალვაზე
რაიონში 5000 კაცი მოვა. არევაძეს ადვილად ვერავინ მოერეოდა, რადგან ფიზიკურად ძლიერი
კაცი იყო. მის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით სოფელში ვერსიები ვრცელდება. ამბობენ,
რომ დამნაშავეთა ერთმა ნაწილმა ის ჯერ სცემა, ხოლო მეორე ნაწილმა მოკლა. გარდაცვლილის
თითები ჰქონდა დაჭმული. მერაბ არევაძის ახლობლები
ბრადებულებს დაჰყვებიან და ცდილობენ, რაიმე ათქვმევინონ. სოფლებს შორის სროლებიც არის. გარდაცვლილის ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებაში
დახმარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მორიგი მკვლელობა
მოხდეს,“ – ამბობს გია ყრუაშვილი.
სასამართლო პროცესი, რომელზედაც რეინჯერის მკვლელობაში ბრალდებულთა საქმეზე იმსჯელებენ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 9 აგვისტოს არის ჩანიშნული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე