|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალების“ სიის პირველობას ბეჟაშვილი არ ადასტურებს

კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩენო სიის პირველ ნომრობასთან დაკავშირებით
კომენტარი გაკეთა. აღნიშნულ საკითხს  ბეჟაშვილი ქუთაისში, კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარის წარდგენისას შეეხო.

ამ ეტაპზე მე გამაჩნია კონკრეტული მიზანი, რომელიც კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენაში მდგომარეობს. ამ ეტაპზე ეს არის მთავრობისა და ნებისმიერი პოლიტიკოსის ძირითადი ამოცანა," – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტი 4 დღის წინ დატოვა. მმართველი გუნდის სარჩევნო სიაში მის პირველ ნომრად მოხვედრასთან დაკავშირებით კი ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, ის  ქვეყნის პრეზიდენტმა კახეთში, მის სპეციალურ წარმომადგენლად მიავლინა. მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საკითხს  სწორედ ლევან ბეჟაშვილი გაუწევს კოორდინაციას.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე